მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: რადიკალურ ოპოზიციას გადაწყვეტილების შესაცვლელად ერთი საათი აქვს

უმრავლესობის ლიდერი ქართული ოცნების ოფისში 2019

„ბოლო დღეების განმავლობაში, იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც, ასე ვთქვათ, ვნებათაღელვის საგანია და რომელზეც ვკონცენტრირდებით ბოლო სამი კვირის განმავლობაში, ბევრი განცხადება ვნახეთ. მათ შორის, შეიძლება ტოპ ათეულში იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ გადაარჩინეს საკონსტიტუციო ცვლილებები, როდესაც მათ გარეშეც მიღებული იქნებოდა ეს ცვლილებები პირველი მოსმენით. იმ დღეს საკონსტიტუციო კანონპროექტს 116 მხარდამჭერი ხმა ჰქონდა, თუმცა ეს დღეს მეორე ხარისხოვანია“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველა დანარჩენი საკითხი შეიძლება მეორეხარისხოვნად მივიჩნიოთ. 

„ამიტომ, დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები უარს ვამბობთ კონკრეტული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე და მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოწოდებას შევუერთდები, რომ კიდევ აქვთ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დაახლოებით ერთი საათი იმისათვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს“,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.