მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: როდესაც ფეიკნიუსებით მებრძვი და მთელი შენი ნარატივი ტყუილზეა აგებული, ეს კარგ შედეგს არ მოიტანს

უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე Pia.ge

„როდესაც ფეიკნიუსებით მებრძვი და მთელი შენი ნარატივი ტყუილზეა აგებული, ეს კარგ შედედეგს არ მოიტანს - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში.

მდინარაძემ ვრცლად ისაუბრა მსოფლიო ბანკის მიერ სიღარიბის დაძლევის კუთხით „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის სტატისტიკაზე და „ქართული ოცნების“ მმართველობის დროინდელ მონაცემებს შეადარა.

„ის ადამიანები, რომლებსაც გარკვეული ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ და სიღარიბეც იზრდებოდა, ჩვენ დღეს გველაპარაკებიან სიღარიბეზე. როცა ჩვენ პოზიტიური დინამიკა გვაქვს და ამას არ ახსენებენ, უკვე იტყუებიან. ამბებს რომ არ იგონებდე, ფეიკნიუსებით არ მებრძოდე, ამ შემთხვევაში ქვეყნის საქმეც უკეთესად გაკეთდება.

მოგონილი ამბისა და პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა არის ქარის წისქვილთან ბრძოლა. მაგრამ, შენ რომ ფეიკნიუსებით მებრძვი და მთელი შენი ნარატივი ტყულზეა აგებული, ეს არ მოიტანს კარგ შეედეგს. მე მაზიანებ, თავსაც იზიანებ, მაგრამ შედეგი არ მოაქვს ამ ყველაფერს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.