მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას რომელიც შემუშავდა და განხორციელდა მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე Pia.ge

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე  მამუკა მდინარაძის თქმით,  მიმდინარე კვირაში პარლამენტში შეიკრიბება რიგგარეშე სესიის ფარგლებში, სადაც განიხილება შემდეგი ძირითადი საკითხები.

„საქართველოს პარლამენტი სრულად უჭერს მხარს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმას რომელიც შემუშავდა და განხორციელდა მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ.

შესაბამისად, პარლამენტში დაჩქარებული წესით დაინიცირდა უკვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომლის მიხედვითაც COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრისთვის, ანუ მკურნალობისათვის შესაძლებელი იქნება შემოტანილ იყოს მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა.

ამასთანავე ჩატარებული აცრების შემდგომი გვერდითი მოვლენების ან გართულებების განვითარების შემთხვევაში სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურებას და რეაბილიტაციას. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრევენციული აცრის შემდეგ გამოწვეულია იმპორტიორის, სამედიცინო პერსონალის თუ სამედიცინო დაწესებულების შეცდომით.

ხელისუფლება შესაბამის მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს.

მეორე თემაა რეგლამენტში შესატანი ცვლილებები.

მმართველი გუნდი ორიენტირებულია მაქსიმალურად მისცეს შესაძლებლობა ოპოზიციურ პარტიებს სრულად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში.

შესაბამისად, მიმდინარე კვირაში რეგლამენტში განხორციელდება ცვლილებები და ოპოზიციის წარმომადგენელ პარლამენტის წევრებს შეეძლებათ გაერთიანდნენ ჯგუფად და წარადგინონ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურები.

ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც ვერ ქმნიან ფრაქციებს, შეეძლებათ კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო განხილვებში, რისთვისაც მათ საპარლამენტო დებატებში გამოსვლისთვის დრო დაეთმობათ 15 წუთამდე.

უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ჩვენ ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ბოლო წუთამდე მივიყვანოთ შესაბამისი ვადა და გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე საპროცედურო საკითხთა კომიტეტი განიხილავს მათ განცხადებებს გულდასმით 27 და 28 იანვარს და შემდეგ წარდგინება ბიუროს რეგლამენტის თანახმად.

აქედან გამომდინარე, უკვე 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.