პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე სუს-ის ფაილებზე - გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების ჩართვა სპეკულაციებისთვის სივრცეს აღარ დატოვებს

გავაკეთოთ ისეთი საქმე,რაც
დანერგავს სწორ პრაქტიკას
და თითოეული
გადაწყვეტილება
შესაბამისი არგუმენტით
იქნება გამყარებული
1632685109
დაკოპირებულია

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ სუს-ის ფაილების საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების ჩართვა სპეკულაციებისთვის სივრცეს აღარ დატოვებს“, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს თემა სპეციალურად ორი კვირით ადრე იმიტომ შემოაგდეს, რომ იცოდნენ, ორ კვირაში პასუხი ვერ იქნებოდა, ახლა კი დისკრედიტაციისთვის იყენებენ. მისივე თქმით, უამრავი კითხვაა, არც ერთზე პასუხი.

„ამ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს, რომელმაც ახლა გადაწყვიტა და სწორად, რომ ამერიკელები და ევროპელები ჩაერთონ. დარწმუნებული ვარ, სპეკულაციებისთვის სივრცე არ დარჩება. ამერიკელ სამართალმდაცავებს ხომ ვენდობით და მათთან ერთად დადებულ დასკვნას, დაიდება ასეთი დასკვნა, ოღონდ ორ კვირაში ვერ დაიდება. რომელია ტყუილი, რომელი მართალი, რომელი კანონიერი, რომელი უკანონო, ვინ მოისმინა, ვინ ჩაწერა, ქვეყნის შიგნით ჩაიწერა თუ გარეთ, უამრავი კითხვაა და არცერთზე პასუხი არ გვაქვს. სპეციალურად რატომ შემოაგდეს ორი კვირით ადრე იცით, ვერ გვექნებოდა ორ კვირაში პასუხი, შანსი არ იყო, ახლა იყენებენ დისკრედიტაციისთვის,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილის პასუხისმგებლობას და პარლამენტში დაბარებას, როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ეს არის სპეკულაცია და გამოძიების შუალედურ შედეგს მაინც უნდა დაველოდოთ.

„გამოძიება მიდის, რა დროს პარლამენტში დაბარებაა, რა სპეკულაციაა, გამოძიების შედეგს უნდა დაველოდოთ, შუალედურს მაინც. პასუხისმგებლობაზე საუბარი რელევანტურია მას შემდეგ, რაც გვეცოდინება რა მოხდა სინამდვილეში. ჩვენ არაფერი ვიცით რეალურად, გამოძიებამ უნდა დაადგინოს და რამეში ჩავერიოთ ისე, რომ გამოძიების ინტერესი დავაზიანოთ და გავაფუჭოთ ეს ყველაფერი, ასე არ გამოვა. გამოძიებიდან უნდა გამოვიდეთ. სხვამ თუ ჩაწერა, ანუ იმ ქვეყანამ, რომელიმემ, მათ შორის რუსეთმა, რადგან თქვენ ახსენეთ, კონტრდაზვერვა რას აკეთებს, მისი ტექნიკური შესაძლებლობები და ჩვენი ერთი რომ არ არის, არ ვიცით? მე კითხვა დავსვი, პასუხი არ მაქვს. ჩვენ ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ უნდა გაეცეს პასუხი და ეს პასუხი უნდა თქვას გამოძიებამ, სანამ გამოძიება პასუხს გასცემს და სინამდვილეში რა მოხდა იმას ვიტყვით, მაინც ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი?“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.