პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: თუ დავკავდებით არა პოპულიზმით, არამედ რეალობის გადმოცემით, გარკვეული პოზიტიური ტენდენცია სიღარიბის დაძლევის საქმეში ხელისუფლებას ნამდვილად აქვს

„ქართული ოცნების“
წარმომადგენელი
1623439313
დაკოპირებულია

„თუ დავკავდებით პოპულიზმით, შეიძლება 750 ათას კაცში მოვძებნოთ არა ერთი, რომელიც შეიძლება აქ მოვიყვანოთ, შევაწუხოთ, სიუჟეტიც გაკეთდეს და ბუნებრივია, ადამიანურად და ემოციურად ეს იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ თუ დავკავდებით ობიექტურობით და იმ რეალობის გადმოცემით რაც ხდება, გარკვეული პოზიტიური ტენდენცია სიღარიბის დაძლევის საქმეში ხელისუფლებას ნამდვილად აქვს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის ანგარიში მოისმინეს.

მისი თქმით, ჩვენ გვაქვს პროგრესი, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ პანდემიით მხოლოდ ქვეყანა არ დაზიანებულა და ამ დაზიანებული ეკონომიკის პირობებში ეს დინამიკა პოზიტიურად გაგრძელდება. მისივე თქმით, პოზიტიური დინამიკის გაგრძელების ერთ-ერთი განმსაზღვრელი „სწორი საფინანსო პოლიტიკა უნდა იყოს“.

„სწორი საფინანსო პოლიტიკა უნდა იყოს ერთ-ერთი განმსაზღრელი ამ პოზიტიური დინამიკის გაგრძელებისა, რასაც ბატონი პაატა სავსებით ობიექტურად გარღვევას უწოდებდა.

ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამ პოლიტიკას, თქვენი მიმართულების პოლიტიკას სწორად დავალაგებთ იმისთვის, რომ კიდევ მეტ ადამიანს შეეხოს ეს პოზიტიური ცვლილებები და ჩვენს ოპონენტებს პოპულიზმისათვის ნაკლები სივრცე დარჩეთ. ამის მოლოდინი აქვს ჩვენს მოსახლეობასაც, იმიტომ არის, რომ ჩვენ ისინი არჩევნებში მხარს გვიჭერენ“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მთელი დღის განმავლობაში ვისმენდით, რამდენად უჭირთ ჩვენს მოქალაქეებს, ეს მართალია, ძალიან ბევრ მოქალაქეს ძალიან უჭირს და სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, ამ მოქალაქეებისთვის იზრუნოს შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე.

„ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება ხოლმე ციფრებში, ამიტომ, სხვა თემებზე ბევრი რომ არ ვისაუბრო, გადავწყვიტე ბოლო ორი ათწლეულის ციფრები მოვიყვანო.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, სიღარიბის მაჩვენებელი იმ ხალხის ხელისუფლებაში ჰყოფნის დროს, რომლებიც აქ დაკავებულები იყვნენ სხვადასხვა გამონათქვამების რაც შეიძლება მაღალ რეგისტრში წარმოჩენით 2004 წლიდან, წლების მიხედვით 34,3 %-დან რომ დაიწყო, შემდეგ იყო 35,4; 36,9; 38,8 – 2007 წელს, 34,9%- 2009 წელს, 2010 წელს - 37,3; 2011 წელს – 34, 1%; 2012 წელს – 30%. ამის შემდეგ დინამიკა ასეთია, 2013 წლიდან მოყოლებული - 26%, 23,5%, 21,6%, 22%, 21,9%, 20,1% -2018-ში. 19,5% -2019 წელს.

პანდემიის პერიოდში სიღარიბე გაიზარდა 1,8%-ით, დღეს გვაქვს ეს შედეგი. საუკეთესო შედეგი იყო 19.5% - 2019 წელს. 21,3% ნიშნავს დაახლოებით 750 ათასიდან 800 ათასამდე ადამიანს. როგორ შეიძლება პოპულიზმის და რეალობის, ობიექტურობის ერთმანეთისგან გამიჯვნა - თუ დავკავდებით პოპულიზმით, შეიძლება 750 ათას კაცში დაახლოებით მოვძებნოთ არა ერთი, რომელიც შეიძლება აქ მოვიყვანოთ, შევაწუხოთ, რომელზეც შეიძლება სიუჟეტიც გაკეთდეს და ბუნებრივია, ადამიანურად და ემოციურად ეს იქნება ძალიან მძიმე, მაგრამ თუ დავკავდებით ობიექტურობით და იმ რეალობის გადმოცემით, რაც ხდება, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ გარკვეული პოზიტიური ტენდენცია სიღარიბის დაძლევის საქმეში ამ ქვეყანაში მოქმედ ხელისუფლებას ნამდვილად აქვს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ რომ მიგვეღო კრიტიკა თუნდაც ნაცმოძრაობისგან იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლებოდა ამ მონაცემების კიდევ უფრო დახვეწა პოზიტიური გაგებით და გაუმჯობესება, ეს კრიტიკა იქნებოდა აბსოლუტურად მისაღები, მაგრამ ჩვენ როდესაც გვესმის პოპულისტური გამონათქვამები ამ საკითხებთან დაკავშირებით, ასეთს ვერ ჩავთვლით კრიტიკად და მიმღებლობაც გვექნება ნაკლები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი გუშინაც, როდესაც განცხადება გავაკეთე, მოგონილ პრობლემებს როცა ეხებიან, რეალური პრობლემები და ხარვეზები რჩება გვერდზე.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბატონო ლაშა, ძალიან გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ყველა კონკრეტულ თემას სჭირდება კონკრეტული პასუხები, თუნდაც იმ ხარვეზებს, რაც შეიძლება არასწორი მონაცემების სახითაც კი წარმოადგინეს, იქ იქნება რამდენიმე საკითხი, რაც მართლაც ხარვეზს და პრობლემას წარმოადგენს და ასეთიც ბევრია, ესეც ვაღიაროთ გულწრფელად. კონკრეტული პასუხები, პრაქტიკაში მათ შორის, თუმცა იმასაც ვისურვებდი, თუ ათი საკითხი ჩამოთვალეს ხარვეზიანი და რა თქმა უნდა მუშაობის დროს ასეთი ხარვეზები არის ყოველთვის. იმ ათასიდან ათი მაინც ჩამოეთვალათ, რაც წარმატებით დასრულდა.

გადაჭარბება არ იქნება თუკი ვიტყვით, რომ ამ ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში, ბევრ სოფელში სადაც არასდროს ყოფილა წყალი, არც გაზი არც გზა და ამაზე ბატონმა სოზარმა ბევრი ისაუბრა, შევიდა წყალიც, გაზიც, გზაც, აშენდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკოლებს და ბაღებს. ეს არის ობიექტურ რეალობა, თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც გვაქვს ბევრი ხარვეზი, ზოგი შემსრულებლის, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ბრალია, ზოგიც შეიძლება ჩვენი ბრალიც იყოს და ამ ხარვეზებს უნდა მიხედვა, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს ამ პოზიტიური დინამიკის აღნიშვნას.

აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს პროგრესი, რომელიც იმედს გვაძლევს, რომ პანდემიით მხოლოდ ქვეყანა არ დაზიანებულა და ამ დაზიანებული ეკონომიკის პირობებში ეს დინამიკა გაგრძელდება პოზიტიურად და ამაში თქვენი წვლილიც უნდა იყოს ერთ-ერთი გადამწყვეტი, სწორი საფინანსო პოლიტიკა უნდა იყოს ერთ-ერთი მსაზღრელი ამ პოზიტიური დინამიკის გაგრძელებისა, რასაც გარღვევას უწოდებდა ბატონი პაატა სავსებით ობიექტურად.

ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამ პოლიტიკას, თქვენი მიმართულების პოლიტიკას დავალაგებთ სწორად იმისათვის, რომ კიდევ მეტად ადამიანს შეეხოს ეს პოზიტიური ცვლილებები და პოპულიზმისთვის ჩვენს ოპონენტებს ნაკლები სივრცე დარჩეთ. ამის მოლოდინი აქვს ჩვენს მოსახლეობასაც, ამიტომ არის, რომ ჩვენ ისინი არჩევნებში მხარს გვიჭერენ ხოლმე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ავსტალიის მოქალაქე შანაი
ბრუკი თბილისში
გარდაცვლილი იპოვეს

შსს ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალებაზე...

შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიის მოქალაქის, 31 წლის შანაი ბრუკის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

თბილისში დაკარგული ავსტრალიის მოქალაქე , 31 წლის შანაი ბრუკი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ავრცელებს.

1627744552

საფრანგეთის დედაქალაქში და ქვეყნის მასშტაბით 150 ათასამდე ადამიანი საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. ისინი ე.წ „ჯანმრთელობის საშვს" აპროტესტებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

1627743626

„ამ შარლ მიშელმა პილატესავით დაიბანა ხელი, არაფრის მთელი განცხადებები გააკეთა და წავიდა ევროპაში. რას ნიშნავს ეს?“, - ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

1627738388
ფასიანი მომსახურება
სოჭის პლაჟზე

სოჭის პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია (ვიდ...

სოჭის კერძო პლაჟზე სამაშველო ოპერაცია ფასიანია. პლაჟზე შესაბამისი ინფორმაციაა გამოქვეყნებული, სადაც სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად „წყალზე სამაშველო ოპერაციის“ ფასიც არის მითითებული. ის 800 რუსულ რუბლს (34 ლარს) შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

1627729488
„დელტა ვარიანტით ერთი დაავადებული, თავის...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, კორონავირუსის სულ 11 მუტაციაა ცნობილი, მაგრამ მათგან ყველაზე გამორჩეული მისი დელტა ვარიანტია.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მასობ...

მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, ფასია...

საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.