პოლიტიკა

მამუკა წოწერია: ერთად გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ ზუგდიდმა განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება და არ იყოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი

მამუკა წოწერიას
საარჩევნო კამპანია
1634239936
დაკოპირებულია

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი აქტიურ საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

ამავე ცნობით, მამუკა წოწერია მოსახლეობას ინდივიდუალური შეხვედრების პრინციპით დადიანის და თეატრის ქუჩებზე მდებარე მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

„პირველი რაც გავაკეთეთ, ეს იყო პირველი ტურის შედეგების და მისი განმსაზღვრელი ფაქტორების რეალური, დეტალური ანალიზი და ამ ეტაპისთვის ჩვენ უკვე გადავედით აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე, ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოება სწორად აფასებს იმ საერთო ეროვნულ შედეგს, რაც გვაქვს.

64-დან 44 მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში მერი გახდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი, ხოლო პროპორციულ ნაწილში „ქართული ოცნების“ მიმართ ამომრჩევლის 47 პროცენტიანმა მხარდაჭერამ საბოლოოდ წერტილი დაუსვა ყბადაღებულ და რეფერენდუმად გასაღებულ 43%-იან ბარიერს.

აქედან გამომდინარე, იგრძნობა ჩვენი ამომრჩევლის მობილიზება და ორგანიზება, რომელიც უკმაყოფილოა ზუგდიდში პირველი ტურის შედეგებით. შეხვედრებზე მოსახლეობა გვიფიქსირებს, რომ პირველი ტურის მიმდინარეობისას მათ დაინახეს აშკარა უპირატესობა „ქართული ოცნების“.

აქედან გამომდინარე ჩათვალეს, რომ მათი ხმები არ იქნებოდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი შედეგებისთვის და გარკვეულწილად პასიურ მდგომარეობაში იყვნენ - ეს გარემოებები ჩვენ გვაძლევს იმის მყარ საფუძველს, რომ ვთქვათ ზუგდიდი არ იქნება გამონაკლისი საერთო ეროვნული შედეგებიდან და 30 ოქტომბერს მეორე ტური „ქართული ოცნების“ კანდიდატების სასარგებლოდ დასრულდება.

ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ უკეთესი ზუგდიდისთვის, იმისთვის, რომ ამ მუნიციპალიტეტმა განაგრძოს მშვიდობიანი განვითარება და არ იყოს ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მსხვერპლი“, - აცხადებს მამუკა წოწერია.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნება“ დღეს თავისუფლების მოედა...

27 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ თავისუფლების მოედანზე საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ შეკრებას გამართავს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ვინოგრაფი“ ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო ამოქმედდა.

1635312899

დავით გარეჯის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება.

1635312254

„ჩინეთში ადამიანების ფრინველის გრიპით ინფიცირების ზრდა სწრაფად ცვალებადი ვარიანტების წარმოქმნის რისკებზე მიანიშნებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებებზე დაყრდნობით ავრცელებს.

1635280325

ძალიან ბევრი თემა, რომელიც ოპონენტების მიერ იქნა დაანონსებული, ჩვენს მიერ უკვე დაწყებულია და განხორციელების ეტაპზეა, - ამის შესახებ ქუთაისის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

1635279904
22 ოქტომბერს თბილისის
უბნების ნაწილს
ელექტრომომარაგება
შეეზღუდება

27 ოქტომბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომ...

27 ოქტომბერს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

იოსებ ხახალეიშვილი: ჩემთვის არ იყო ცნობი...

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი აცხადებს, რომ გუშინ, რუსთავის ციხესთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქციის შესახებ ინფორმირებული არ იყო და არც აქციის მონაწილეებს იცნობს.

1635275999
„კოვიდის კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ...

„კორონავირუსის კრიზისის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტმა განაცხადა.

დეგნას ცხელება ინდოეთში, სამეფო ოჯახიდან...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 26 ოქტომბერს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.