მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მანდატების რაოდენობის მიუხედავად, მრავალფეროვანი პარლამენტი გვაქვს“ - კალაძე ISFED-ის შედეგებზე

თბილისის მერი 2020

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ISFED-ის ჩატარებულ კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

კახა კალაძის თქმით, დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო. დღე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა შანსი, საქართველო შედგეს ღია, მრავალფეროვანი საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყნად.

„საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია – პარლამენტი იყოს მრავალპარტიული. ეს ოპოზიციის შანსია, რომ აქტიური როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი ხვალინდელი დღის უზრუნველყოფაში.

დღეს საღამოს ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა თავისი შესწორებული ანგარიში, რითაც დადგინდა, რომ ცესკოს შედეგები სინამდვილეში თანხვედრაშია ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის მონაცემებთან. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიისთვის, გამოვიდნენ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შექმნილი ჩიხიდან და შეუდგნენ ამომრჩევლისგან დაკისრებული ვალდებულების შესრულებას.

ჩვენ გვინდა პოლიტიკა ვაკეთოთ ისეთ პარტიებთან, რომლებიც არ არიან პოლიტიკური მძევლები და გააჩნიათ თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია.

მოგიწოდებთ, ადეკვატურად შევაფასოთ მოცემული რეალობა - ჩვენ ყველამ, მიღებული მანდატების რაოდენობის მიუხედავად, გავიმარჯვეთ, გვაქვს მრავალფეროვანი პარლამენტი“, - აცხადებს კახა კალაძე.

მისი თქმით, მოლაპარაკებებიც უნდა გაგრძელდეს.

„მოლაპარაკებებიც უნდა გაგრძელდეს, საარჩევნო რეფორმაზე ერთობლივი მუშაობაც და ყველაფერი ის, რისი მოლოდინიც ჩვენგან ამომრჩეველს აქვს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციისთვის, დღეს 11 დეკემბერს მე-10 მოწვევის პარლამენტს უფლებამოსილება მიენიჭა. პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა, რომელსაც არ ესწრებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რადგან ისინი ბოიკოტს აცხადებენ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

ელისაშვილი: ISFED-ის საარჩევნო შედეგებმა ძალიან დაასუსტა ოპოზიცია, ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა

არჩილ თალაკვაძე: გიორგი მარგველაშვილმაც და ოპოზიციამაც უნდა მოიხადოს ბოდიში