პოლიტიკა

მარიან კელი: სლოვაკეთს უნდა საქართველო იხილოს გაწევრიანებული როგორც ნატოში ასევე, ევროკავშირში

ნიკოლოზ სამხარაძე
1623351453
დაკოპირებულია

„საქართველო როგორც რეგიონში ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმაში არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა. როგორც კულტურულად ასევე, ისტორიულად საქართველოს აქვს ევროპული ღირებულებები“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიან კელისთან ონლაინ ფორმატში გამართულ შეხვედრისას.

გაცნობით ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ნიკოლოზ სამხარაძემ, მარიან კელის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ესაუბრა. კოლეგას, ნიკოლოზ სამხარაძემ 2024 წელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით ქვეყნის ამბიციური გეგმა გააცნო.

ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგას მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ასევე, ჩვენი ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„სლოვაკეთს უნდა საქართველო იხილოს გაწევრიანებული როგორც ნატოში ასევე, ევროკავშირში“, - აღნიშნა მარიან კელიმ.

მხარეებმა საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების გზებზე, მათ შორის, საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო კომიტეტების სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

1624203013
ელენე ხოშტარია აქციაზე

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარ...

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

1624188258
„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება,...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.