მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარინა კალიურანდი: მადლობას ვუხდი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის

მარინა კალიურანდი

მადლობას ვუხდი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ტვიტერში“ დაწერა.

ევროპარლამენტის წევრი ამბობს, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა მსგავსი გზით უნდა გააგრძელონ სიარული.

„მივესალმები აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას, აგრეთვე სომხეთის მიერ აღდამის რეგიონში ნაღმების რუკების გადაცემას. მადლობას ვუხდი საქართველოს ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის. მოვუწოდებ ორივე მხარეს, გააგრძელონ ეს გზა“, – წერს მარინა კალიურანდი.