მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მედიის თავისუფლება ქვეყნის დასავლეთისაკენ სწრაფვისა და დემოკრატიულობის პროცესში მნიშვნელოვანი ასპექტია“ - დიეგო კოლასი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში

„მედიის თავისუფლება ქვეყნის დასავლეთისაკენ სწრაფვისა და დემოკრატიულობის პროცესში მნიშვნელოვანი ასპექტია. ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, 5 ივლის განხორციელებული ძალადობით მედიის წარმომადგენლებზე“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მედიის თავისუფლება არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაწილი დემოკრატიულ საქართველოში.

„ძლიერად ვუჭერთ მხარს საქართველოს სვლას დასავლეთისკენ, რომ ის გახდეს დემოკრატიული, დასავლური ევროპული ქვეყანა და მედიის თავისუფლება ამ პროცესის მნიშვნელოვანი ასპექტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვიყავით, როდესაც ვიხილეთ ძალადობა 5 ივლისს. შინაგან საქმეთა მინისტრი გვეუბნება, რომ გამოძიება მიმდინარეობს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიას ჰქონდეს სათანადოდ მუშაობს შესაძლებლობა. ჩვენ დაინტერესებული ვართ მედიის მხარდაჭერით. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებული იყოს ყველა ჩადენილი დანაშაული და დადგეს შედეგები“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.