მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მელია: გარანტიას გაძლევთ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ!

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე

„ხვალ, 16 თებერვალს, 10 საათზე “პარლამენტში” იურიდიული და საპროცედურო კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე პროკურორი მიდის.“ - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საკუთარ სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

მელია იუწყება, რომ პარლამენტში მისი ადვოკატები - გიორგი კონდახიშვილი, დიტო საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია იმ მიზნით მიდიან, რომ პროკურორს კითხვები დაუსვან, რათა მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერში ნახოს და კიდევ ერთხელ გაიგოს, რომ ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი, არანაირი მტკიცებულება და არანაირი არგუმენტი მელიას წინააღმდეგ არ გააჩნია,

„იმედია, გავრილოვები მორიგ სიგიჟეს არ მოიმოქმედებენ და შეუშვებენ ჩემს ადვოკატებს გავრილოვის „პარლამენტში“.

გარანტიას გაძლევთ და კიდევ ერთხელ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ! ვერავინ დამიჭერთ მურუსიძით დაწყებული, ივანიშვილით
დამთავრებული!
და სულ ბოლოს ბოდიში მე კი არა, აქეთ თქვენ გექნებათ მოსახდელი ჩემს წინაშე კი არა, ამ ქვეყნის წინაშე!“ - წერს ნიკა მელია Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი 16 თებერვალს იმსჯელებს.

იხილეთ აგრეთვე:

„თითს პულტის წითელ მხარეს მივაჭერთ“ - ლევან იოსელიანი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე

„ღირსება და პატივია იყო ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს სისტემას“ - ნიკა მელია