მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მელიას დაპატიმრების შემთხვევაში დაბრუნდება თუ არა სააკაშვილი საქართველოში - ექსპრეზიდენტის განცხადება

სააკაშვილისკენ შეტრიალება უკრაინას არ წაადგება

„რადიკალურ გადაწყვეტილებას მივიღებ“, - ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად ჩამოვა თუ არა სააკაშვილი თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას დააპატიმრებენ.

სააკაშვილი ამბობს, რომ მის პარტიას არა არეულობა, არამედ მშვიდობა და განვითარება სურს.

„ამას გამოვაცხადებ, მაგრამ მე მივიღებ ყველაზე უფრო რადიკალურ გადაწყვეტილებას. ამის გარანტიას გაძლევთ.

თუ მოხდა სისხლისღვრა, თუ მოხდა უბედურება, თუ მოხდა ის რასაც ისინი აპირებენ, ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას. ჩვენ არ გვინდა მსგავსი არაფერი. ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, განვითარება, დემოკრატია თავისუფლება და ქართველებს ჰქონდეთ მაღალი შემოსავალი საკუთარ ქვეყანაში.

ერთად დავძლიოთ კოვიდი, საქართველო არის დარჩენილი და კიდევ 3 თუ 4 ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კოვიდის ვაქცინაზე არსად არ აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. ეჭვი გეპარებათ, რომ ჩემი მთავრობა, რომ იყოს დღეს ისრაელზე უფრო სწრაფად მოვახდენდით მთელი მოსახლეობის ვაქცინირებას“, - განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

✔️ „საბრალო ჩემო ქვეყანა, ვის ხელში ხარ ჩავარდნილი - ამათი ბოგინი დასასრულს უახლოვდება“ - სააკაშვილი