მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მელიას გამოსვლის შემდეგ ბევრად უფრო შინაარსიანი შეიძლება გახდეს, ამნისტიის კანონპროექტის განხილვა“ - მეგრელიშვილი

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი

პარლამენტის წევრი, „გირჩის“ წარმომადგენელი ვახო მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ბევრად უფრო შინაარსიანი შეიძლება გახდეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა.

მეგრელიშვილის თქმით, „ამნისტიის კანონპროექტზე მსჯელობას დაძაბულობა არ უხდება“.

„ნებისმიერ შემთხვევაში დაძაბულობა კი არ უხდება ამნისტიის კანონზე მსჯელობას, არამედ ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ სრული შემადგენლობის პარლამენტში ყოფნა და მათი აზრის ჩვეულებრივად გათვალისწინება.

ფაქტობრივად, ვფიქრობ, რომ პირიქით არის. სინამდვილეში ნიკა მელიას გამოსვლის შემდეგ ბევრად უფრო შინაარსიანი შეიძლება გახდეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა. ვისურვებდი, რომ ორი დოკუმენტი საბოლოო ჯამში გადაქცეულიყო ერთ დოკუმენტად“, - აცხადებს ვახო მეგრელიშვილი.

ამავე თემაზე:

🔴 რას ითვალისწინებს ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ კანონპროექტი?

🔴 „მიმაჩნია, რომ ამნისტიაზე აჟიოტაჟი ძალიან გაბერილია“- ალეკო ელისაშვილი