მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მელიასთვის წასული გახარია, მელიასთვისვე დაბრუნდა“ - ირაკლი კობახიძე

„მელიასთვის წასული გახარია, მელიასთვისვე დაბრუნდა“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექსპრემიერს გიორგი გახარიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.

„მან ასეთი რამ თქვა, რომ რომც აიღოს 43%-ზე მეტი შეიძლება მაინც ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა, ეს არის საბოტაჟის წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა.

აქ პირდაპირ ემთხვევა გახარიასა და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა ერთმანეთს, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ მელიასთვის წასული გახარია, მელიასთვისვე დაბრუნდა. გახარიამ მოინდომა სხვის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას და ეს მცდელობა ჩვენ დავასრულეთ ძალიან მარტივად და პარტიის დამფუძნებელმაც დაასრულა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, 29 მაისს ექსპრემიერ გახარიას პარტიის პრეზენტაცია გაიმართა. ყოფილი პრემიერის პარტიის წევრები პროკურატურას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებებთან დაკავშირებით უჩივიან.

„ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნას წერილით გამოეხმაურა. მან გიორგი გახარიას გადადგომას სახელმწიფოს ღალატი უწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 მისი სამივე საჯარო გამოჩენა არაფრის მთქმელი საუბრები იყო - წყალი, გარსი შინაარსის გარეშე

👉 „გახარიას ქმედება იყო სახელმწიფოს ღალატი“]

👉 როდესაც გახარიამ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება, პარალელურად კიევიდან გვქონდა ინფორმაცია ნაცმოძრაობის გეგმის თაობაზე