მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელიას ბედი მასზეა დამოკიდებული“ - მდინარაძე მელიაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე Pia.ge

კანონის აღსრულება არის ის ერთადერთი ქმედება, რომელზეც დამოკიდებულია ნიკა მელიას დამძიმება-არდამძიმების საკითხი,-  ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„დღეს მთელი დღის განმავლობაში ისინი ცდილობენ, რომ ისე წარმოაჩინონ თითქოს კანონის აღსრულებასთან წინააღმდეგობაში მოდის მორალი, წარმოუდგენელია არ შეიძლება მორალი იყოს კანონის ჩარჩოებიდან გასვლის მხარეს, ასეთი ლოგიკა არის ქაოსისკენ, სახელმწიფოს დანგრევისკენ მიმართული და ამას აკეთებენ შეგნებულად“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, ისინი შალვა ნათელაშვილის „ფანჩატურში“ შევიდნენ როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ როგორც ანარქისტები, რომლებიც დაპირისპირებას აანონსებენ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ჰუმანური, კანონის ჩარჩოებიდან გასვლა არის ის წითელი ზღვარი რომელსაც ბუნებრივია სახელმწიფო ვერ დაუშვებს როდესაც დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას ქვეყანა. მათი სპეკულაციური მესიჯები დარჩება სპეკულაციურ მესიჯებად“ - აღნიშნა აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას.

ინფორმაციისთვის, ოპოზიცია 25 თებერვალს მშვიდობიან აქციას გეგმავს.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 ნიკა მელია თავად წყვეტს თავისივე აღკვეთის ღონისძიების ბედს

👉 „ქართულ ოცნებას“ მივმართავ, რომ თავი დახარეთ