მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მერობის კანდიდატობას არ გამოვრიცხავ“ - ნიკა მელია

ნაცმოძრაობის თავმჯდომარე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თბილისის მერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს.

როგორც მან სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას აღნიშნა, პოლიტიკურ პროცესში იმ ადგილს დაიკავებს, რასაც მას პარტია და ოპოზიციური სპექტრი დააკისრებს.

„ვიქნები იმ როლის შემსრულებელი, რასაც დამაკისრებს საერთო ოპოზიციური გაერთიანება, კოალიცია, რომელიც ჯერ არ ვიცი, შედგება თუ არა. რომ გითხრათ ღამეები არ მძინავს, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ვიყო, მოგატყუებთ.

მაინც მომიწევს ვიყო აქტიური და ერთ-ერთი მოწინავე, მივიღო პოლიტიკური დარტყმები. არ გამოვრიცხავ (მერობის კანდიდატობას), თუ გამარჯვების კამპანიის წარმოების შესაძლებლობა დავინახე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე გაირკვევა თუ როგორი კონფიგურაციით მიიღებს მონაწილეობას ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

ნიკა მელია მიიჩნევს, რომ თუ პარტიები ინდივიდუალურ კანდიდატებს დააყენებენ, ოპოზიცია დამარცხდება.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საპატიმრო 10 მაისს დატოვა.

მას შემდეგ რაც ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა 40 000 ლარი გადაიხადა, სასამართლომ მისი აღკვეთის ღონისძიება-პატიმრობა, გირაოთი შეცვალა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ალეკო ელისაშვილი: მელიას არანაირი შანსი არ ექნება არჩევნებზე

„ძვირფასო მეგობრებო „ნაციონალური მოძრაობიდან“! მინდა მოგიწოდოთ, ხელი მოაწეროთ ხელშეკრულებას“ - ევროპარლამენტარი

მოაწერს თუ არა ხელს ენმ შარლ მიშელის დოკუმენტს? - ნიკა მელიას განმარტება