მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეტი ნაცაქტივისტი პარტიულ პოლიტიკაში! იქნება ეს „სირცხვილია“ და მისნაირი წარმონაქმნები თუ ნაცტელევიზიების მიკროფონიანი სუბიექტები - გია აბაშიძე

ექსპერტი გია აბაშიძე Pia.ge

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ევროპული საქართველოს“ მიერ, პარტიის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელად გიორგი ნონიაშვილის წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„რა, ახალი ამბავია, რომ ზოგიერთი ე.წ. სამოქალაქო აქტივისტი, შერჩევითად კრიტიკული ე.წ. „ჟურნალისტები“, ე.წ. დამოუკიდებელი ანალიტიკოსები, ზოგიერთი არასამთავრობოელი „ნაცების“ პარტაქტივს წარმოადგენენ? უბრალოდ, ერთი პერიოდი ამას თვალთმაქცურად სხვადასხვა მანტიით ფარავდნენ და საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიდნენ. მათი ეს ტყუილები დიდი ხანია სააშკარაოზეა. „ნაცების“ პარტმუშაკებმა საკუთარი საჯარო განცხადებებით, საქმით, დესტრუქციით არაერთხელ დაამტკიცეს, რომ არიან სააკაშვილის პარტიისა და მისი განშტოებების შემადგენელი ნაწილი. მივესალმები ამგვარ ლუსტრაციას. მეტი ნაცაქტივისტი პარტიულ პოლიტიკაში! იქნება ეს „სირცხვილია“ და მისნაირი წარმონაქმნები თუ ნაცტელევიზიების მიკროფონიანი სუბიექტები. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ პარტიის ახალი სახედ გიორგი ნონიაშვილი წარადგინა. ის მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წევრია”, - წერს გია აბაშიძე.