მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მგონი ვერავინ ვერ ზეიმობს მოგებას“ - ალექსანდრე რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი

„ჯერ შედეგები ბოლომდე არ გვაქვს, თუმცა, ის, რაც იკვეთება, მგონი ვერავინ ვერ ზეიმობს მოგებას. გუშინ ყველა ზეიმობდა და გულწრფელობა არ ეტყობოდა არავის. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ ლეგიტიმაცია უფრო დასუსტებული იქნება და ეს კარგია, ოპოზიციის ნაწილში კი ბევრი გვაქვს სამუშაო, კრიტიკის დროა, რომ ერთმანეთის შეცდომები დავინახოთ“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მან საარჩევნო პროცესები შეაფასა და აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა მისთვის მოსალოდნელი იყო და მისი გუნდი ამისათვის მზად იყო.

„რთულია ამის შეფასება, მაგრამ სააკაშვილის ფაქტორიც არ უნდა გამოვრიცხოთ, რაც ცუდია, არის ის, რომ ფაქტობრივად, 2 პარტია დაგვრჩა, „ქოცების“ და „ნაცების თამაშს“ დავუბრუნდით, თან ისეთი რაფინირებული სახით, როგორც 2012 წელს გვქონდა.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, თბილისში უარესი შედეგი გვაქვს, ვიდრე მოლოდინი გვქონდა. თუ კოალიციურ იდეას განვიხილავთ, გააჩნია რაზე და როგორ იდეაზე იქნება დაფუძნებული. თუ საჭიროება დადგება, რომ იმ საკრებულოში, სადაც ჩვენ ვიქნებით, ვიღაცას მხარი დავუჭიროთ, მხოლოდ მაშინ მოხდება ეს, როცა კონკრეტულ იდეებზე გვექნება თანხმობა.

უმრავლესობის ლეგიტიმაცია შემცირდა. თუ არსებული მონაცემებით ვიმსჯელებთ, ბევრად უფრო მეტი შანსი რჩება „ქართულ ოცნებას“, რომ შეცდომები დაუშვას და ოპოზიციამ ეს გამოიყენოს. ზოგადად სუსტი ლეგიტიმაციის დროს უფრო მაღალია ალბათობა, რომ მართლა ნამდვილი რეფორმები ჩავატაროთ“, - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოქალაქეებმა 64 მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოების კანდიდატებს მისცეს ხმა.

ცესკოს განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობამ 51.92% შეადგინა.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, საქართველოს მასშტაბით, პროპორციულ ნაწილში „ქართულ ოცნებას ხმების“ 47,75% აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 30.93%.

დათვლილია საარჩევნო უბნების 62.3%.

იხილეთ აგრეთვე:

✅„სააკაშვილის „ტრიუკმა“ სერიოზულად დააზიანა არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ოპოზიცია“ - გია ხუხაშვილი

✅პროპორციული სიით ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება“ ლიდერობს - ცესკოს პირველადი შედეგები

✅ცესკოს პირველადი შედეგებით, თბილისში მეორე ტურია მოსალოდნელი