მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილი ექიმების დახმარებაზე უარს აცხადებს“ - უკრაინელი ექიმი

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ექიმი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ექიმის, მაქსიმ პერედინისის ინფორმაციით, სააკაშვილი დღეიდან პროტესტის ნიშნად ექიმების დახმარებაზე უარს აცხადებს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში უკრაინელმა ექიმმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს კონტროლს და ეს ეჭვგარეშეა.

ამასთან, მისივე თქმით, სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ აღარ მიიღებს ექიმების დახმარებას, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის.

„პაციენტი საჭიროებს სამედიცინო დახმარებას, ასევე, საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. დღეიდან მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს ექიმების დახმარებაზე, ასევე, აგრძელებს შიმშილობის პროცესს. ციხის ადმინისტრაციის მხრიდან ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორია ჩემთვის გადმოცემული არ იყო. ასევე, არ მომაწოდეს მიხეილ სააკაშვილის ანალიზების პასუხები.

ამ ეტაპზე გამაჩნია ინფორმაცია, რომელსაც ჩემი კოლეგები მაწვდიან. ადამიანის სამედიცინო დიაგნოზი წარმოადგენს საიდუმლოს და ამ თემაზე შეიძლება მხოლოდ პაციენტთან მქონდეს საუბარი.

მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს კონტროლს და ეს ეჭვგარეშეა. მისი გადაწყვეტილება, რომ აღარ მიიღებს ექიმების დახმარებას, აძლიერებს და ზრდის რისკებს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გრძნობს ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერას, რომელიც ახლა გარეთ იმყოფება. ის ამბობს, რომ სამართლებრივად საკუთარი თავის დაცვის საშუალებას არ აძლევენ“, - განაცხადა ექიმმა და დასძინა, რომ რადგან დიპლომატიური პასპორტი აქვს საქართველოში დაბრკოლების გარეშე შემოვიდა.

„როდესაც საქართველოში შემოვდიოდი, ჩემი პასპორტი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ მესაზღვრეებს. ეს დაახლოებით 15 წუთი გრძელდებოდა, მე მაქვს დიპლომატიური პასპორტი და დაბრკოლებების გარეშე შემოვედი. მზად ვარ შევხვდე სააკაშვილს და ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარი თან მაქვს“, - აღნიშნა ექიმმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთ“ - ანა დოლიძე სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის თაობაზე ადვოკატებს მოუწოდებს

🔴„შიმშილობს, მაგრამ ალესილი ხმალივით არის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე

🔴 „ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, მოვითხოვ მიმიყვანოთ „სასამართლოში“ - სააკაშვილი ხელისუფლებას პასუხობს