მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სარჯველაძე: სახელმწიფოს ხელთ აქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ბავშვების უსაფრთხოება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი

მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე პლენარულ სხდომაზე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფოს ხელთ აქვს ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი.

„ის, რაც ბოლო პერიოდში განმავლობაში ვიხილეთ, არის სრულიად არანორმალური და დაუშვებელი რამ. ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რაც მოხდა და საუბარი მეტ ან ნაკლებ ბრალეულობაზე არის სრულიად მეორეხარისხოვანი“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი ინფორმაციით, ახლა ვითარება არის უკეთესი, ვიდრე 2 კვირის წინ იყო, რამდენადაც კითხვის ნიშნები ბავშვების უსაფრთხოებასა და მათ ნორმალურ პირობებში ყოფნასთან დაკავშირებით აღარ არსებობს.

„დასაფასებელია, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ, სასამართლომ, სახალხო დამცველმა, ყველამ თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ საქმეში, რომლის შედეგადაც პროცესები მოექცა ნორმალურ კალაპოტში, მაგრამ ეს არ გვაძლევს მოდუნების საფუძველს. ბევრი რამ ბოლომდე იქნება მისაყვანი. ეს ის სფეროა, სადაც კომპრომისი არის გაუმართლებელი“ - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅მეუფე ნიკოლოზმა შსს-ს ჟურნალისტებისგან პანსიონის პერიმეტრის დაცვით თხოვნით მიმართა

✅ჯანდაცვის სამინისტრო ნინოწმინდის პანსიონიდან არასრულწლოვნების გაყვანის შესახებ განცხადებას ავრცელებს

✅„არასრულწლოვნებმა ჩემთან საუბრისას გაიხსენეს პანსიონში ფიზიკური დასჯის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები“- ნინო ლომჯარია