მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სარჯველაძემ და ეკატერინე დგებუაძემ სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვთა პროგრამებზე იმსჯელეს

სარკველაძისა და დგებუაძის შეხვედრა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ეკატერინე დგებუაძეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების საკითხთან დაკავშირებით იმსჯელეს. მიხეილ სარჯველაძე დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ბავშვთა იდენტიფიკაცია და საგანმანათლებლო სერვისების მიწოდება.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ საჭიროებებზე, რაც შეიძლება გაჩნდეს საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისით.

„რამდენიმე მიმართულებით საკმაოდ თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი წინსვლაა, რაც დამაიმედებელია. ვფიქრობთ, რომ გაჩნდება კონკრეტული ცვლილებების გატარების საჭიროება“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.