მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში, მაგრამ ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში“- გია ვოლსკი

უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი

„არც მეპარება ეჭვი, რომ რუსთაველის თეატრის მთელი შემადგენლობა მთავარი რეჟისორიდან დაწყებული, ნებისმიერი მსახიობით დამთავრებული, პატრიოტია თავის ქვეყნის და სწორ შეფასებებს აძლევს ოკუპაციის ფაქტს“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით, რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში წასვლასთან დაკავშირებით.

„აღნიშნული თეატრი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს. ყველა ადამიანს თავისი მოსაზრება გააჩნია. მე მირჩევნია ბუკინგემში წავიდნენ და არა მოსკოვში, მაგრამ, როდესაც ჩეხოვის საერთაშორისო ფესტივალს ეხება საკითხი, მინდა ვთქვა, რომ საერთოდ, ქართული თეატრის, მისი ინტელექტუალური და ჩვენი კულტურული დონის დემონსტრირება უნდა მოხდეს, მათ შორის, რუსეთის ფედერაციაში, არა მარტო რუსული საზოგადოების განსახილველად, იმ თემების წამოსაწევად, რაც ახასიათებს საქართველოს, ახასიათებს მაღალი კულტურული დონე.

გარდა ამისა, არის ერთი საკითხი, რატომ არ უდგება წინ კულტურულ ინტერვენციას რუსული პოლიტიკური სტრატეგია და მათი ელიტა - სწორედ იმიტომ ხომ არა, რომ ფიქრობენ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით თვითონ ჩვენს საზოგადოებაში შეიქმნება ისეთი დაპირისპირება, რაც მისთვის პოლიტიკურად მოსახერხებელია, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მე და თქვენ ვიკამათოთ, ვიდრე ის, რომ ხელი არ შეუწყონ სხვადასხვა კულტურული კოლექტივების ჩასვლას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის, რუსთაველის თეატრის დასი, რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით მოსკოვში მიემგზავრება.

სახელმწიფო თეატრის დასი ანტონ ჩეხოვის სახელობის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეგვიძლია, მოსკოველ მაყურებელს ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სპექტაკლი ვაჩვენოთ. არაჩვეულებრივი პიესაა, არაჩვეულებრივი ავტორი და ვფიქრობ, მსახიობებიც არ ითამაშებენ ცუდად“, - აღნიშნა რობერტ სტურუამ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც ხელი მოაწერა, რომ რუსეთის ჯარი გასულიყო საქართველოდან“- გოგა ბარბაქაძე

✅„ე, მანდ არ ვერევი“ - წულუკიანი რუსთაველის თეატრის მოსკოვში გასტროლზე