მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მირიან ნიკოლაძე: ბიძინა ივანიშვილი კი არ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, უნდა წავიდეს კლეპტოკრატია

შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატი

მირიან ნიკოლაძეს თქმით, მას 2006 წლის შემდეგ პოლიტიკურ პარტიებთან ძალიან ახლო კონტაქტი და გამოცდილება აქვს.

„მე დღეს ვერ ვხედავ ხედვას ამ პარტიებიდან“- განაცხადა პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ წარმომადგებელიმა, მირიან ნიკოლაძემ.

ნიკოლაძეს თქმით, როდესაც პარტიები იძახიან, რომ ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, ეს არის პრიმიტიული რევანშიზმი.

„ბიძინა ივანიშვილი კი არ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, უნდა წავიდეს კლეპტოკრატია, რომელიც 30 წელია მართავს ქვეყანას, არ აძლევს არავის არაფრის გასაქანს “,- აღნიშნა მირიან ნიკოლაძემ.

მან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გამოიყენა აკაკი ბაქრაძეს სიტყვები და განცხადება გააკეთა.

„უნდა გავრეკოთ ხელისუფლებიდან კლეპტოკრატია ივანიშვილიც, კლეპტოკრატია ხაზარაძე, კლეპტოკრატია ჩხარტიშვილი. კლეპტოკრატები არიან დეპუტატების ის ნაწილი, რომელთაც ფულის შოვნის მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ“,- დასძინა მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებას პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ იძლევა იმის გარანტიას, რომ არცერთხელ არ ყოფილა მცდელობა ჩამოყალიბებულიყო პოლიტიკური მმართველი ფენა.

„კლეპტოკრატიამ შეჭამა ყველაფერი, საქართველოში კი მმართველი ფენა არ არის ჩამოყალიბებული“,- აღნიშნა ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, არჩევნების დანიშვნის შესახებ გამოცემული განკარგულებებით, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა.