მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და არის იქ, სადაც უნდა იყოს“ - გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის

ექსპრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას თქმით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის და იქ არის, სადაც უნდა იყოს.

გახარიას თქმით, სანამ არ იქნება აღიარება, მონანიება ან სასჯელის მოხსნა პატიებაზეб ნებისმიერი პრეტენზია უადგილოა.

ექსპრემიერი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობა“ დანაშაულს შეცდომას ეძახის და არ შესწევს ძალა, რომ დანაშაული აღიაროს.

„სააკაშვილს არ ვუწოდებ პოლიტიკურ პატიმარს და აგიხსნით რატომ. ადამიანმა, რომელმაც მიუხედავად ყველაფრისა შექმნა სისტემური ძალადობრივი მოწყობა ქვეყანაში, ეს ფაქტია და არავინ უარყოფს. ამას შეცდომებს ეძახის და დანაშაულს არ ეძახის, წლების განმავლობაში არც ვაჟკაცობა ეყოთ, არც გონიერება, არც პოლიტიკური პრაგმატიზმი, რომ ამისთვის დანაშაული ეწოდებინათ.

სამართლებრივად გეუბნებით, რომ მიშა სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი. ის კონკრეტული, მძიმე დანაშაულების გამო არის მსჯავრდებული და არის იქ, სადაც უნდა იყოს. სანამ არ იქნება აღიარება, მონანიება, ან სასჯელის მოხსნაб რა თქმა უნდაб პატიებაზე ნებისმიერი პრეტენზია უადგილოა და ეს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის.

სისტემა, რომელიც დანაშაულის შეცდომას ეძახის და არ შესწევს ძალა ან ვერ ხვდება, რომ ეს დანაშაული უნდა აღიაროს, სასჯელი უნდა მოიხადოს, მოინანიოს და შემდგომ ექნება პატიების უფლება. ეს სისტემა მეუბნება დღეს, რომ ხელისუფლებაში დავბრუნდებიო დემოკრატიული ვიქნებიო. რის საფუძველზე უნდა დავიჯერო? “, - აღნიშნა გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან პერიოდულად წერილებს აქვეყნებს და მხარდამჭერებს მიმართავს. მის ერთ-ერთ წერილში აღნიშნულია, რომ ის არ წყვეტს შიმშილობას და მან უარი განაცხადა უგონო მდგომარეობაში სამედიცინო ჩარევაზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „არ მაქვს შურისძიების გრძნობა ციხეში მყოფი მოშიმშილე სააკაშვილის მიმართ“ - ბესელია

🔴 ეს არის ფარსი, მიშა და შენდა სამწუხაროდ, ფარსია შენი ბუნებრივი მდგომარეობა - გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს