მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მივესალმებით, თუკი გარისკავს საქართველოში ჩამოსვლას “ - კალაძე სააკაშვილზე

კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„მივესალმებით, თუკი გარისკავს ჩამოსვლას საქართველოში. თუმცა, ამაში დარწმუნებული ნამდვილად არ ვარ, რადგან ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მოგვისმენია, ამ განცხადებებს უკვე იუმორის გრძნობა დაჰკრავს“, - აცხადებს კახა კალაძე.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა თავის ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომ შემოდგომაზე საქართველოში ჩამოვა.

„შემოდგომაზე რეფერენდუმი იქნება, რომელიც ადგილობრივი არჩევნების პარალელურად უნდა მოვიგოთ - ამ რეფერენდუმის წინ წინასწარ ჩამოვალ საქართველოში“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამავე თემაზე:

✔️ „ჩამოვალ საქართველოში და ვიქნები ჩვენი გარდაუვალი გამარჯვების შემოქმედი“ - მიხეილ სააკაშვილი

✔️ „კრიზისი არ გადალახულა და უფრო ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს“ - გია ხუხაშვილი