მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მივიღეთ მონიტორინგის გარანტია, რათა „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმება არ დაარღვიოს“ - გიორგი ვაშაძე

ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად

„მივიღეთ სრული გარანტია, რომ იქნება დეტალური მონიტორინგი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ დაარღვიოს ეს შეთანხმება და ყველა კომპონენტი იყოს შესრულებული“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაბრიელიუს ლანდსბერგისთან ​შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ დაირღვევა შეთანხმება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. მთავარია, რომ ახლა შესრულდეს შეთანხმება. იყო მოწოდება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომ მოაწეროს დროულად ხელი შეთანხმებას და კიდევ ერთხელ დადასტურება, რომ გეგმა „ბე“ არ არსებობდა, იყო მხოლოდ გეგმა „ა“ ამ შეთანხმების შესრულება და დღესაც არ არსებობს გეგმა „ბე“ ამ შეთანხმების შესრულების გარდა“,- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციისთვის, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგი​ ოპოზიციის ლიდერებს საქართველოში ლიეტუვის ელჩის რეზიდენციაში შეხვდა.

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრთან გაბრიელიუს ლანდსბერგისთან​ ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე საუბარი მმართველ გუნდთან მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე იყო.