მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოქალაქეები ჩვენგან შველას ელოდებიან და არა იმას, რას იტყვის ბიძინა მიშაზე, მიშა გახარიაზე, გახარია სხვაზე“ - ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

„ჩემი აზრით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში და ცინიზმის, დაცინვების, სარკაზმის დრო, მე მგონი, არ გვაქვს. პარლამენტი არ არის პოლიტიკური, სარკასტული დაპირისპირების ადგილი. საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც გვიყურებენ, ჩვენგან შველას ელოდებიან და არა იმას, რას იტყვის ბიძინა მიშაზე, მიშა გახარიაზე გახარია კიდევ ვიღაცაზე, ქართული პოლიტიკა იქცა ელიტისტური თემების განხილვის ადგილად და არსად ჩანს ადამიანი“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობას არ აინტერესებს პარტიული ინტერესები და მათ შორის დაპირისპირება, არამედ ის სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც მათ წინაშე რეალურად დგას.

„დღეს უამრავ მშიერ ადამიანს აინტერესებს, როდის დაპურდება და როდის მიიღება ის კანონპროექტები, რომლებიც ეკონომიკას განავითარებას. უამრავ უმუშევარს აინტერესებს, როდის ექნება სამუშაო ადგილი, ემიგრანტებს აინტერესებთ, როდის დაბრუნდებიან სამშობლოში.

დღეს საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს, როდის ვიქნებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები. ასევე, როდის დადგება დრო, რომ ქართული პოლიტიკის ამოსავალი იქნება ადამიანი და არა პოლიტიკოსების კინკლაობა და პოლიტიკური ინტერესები“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

მან შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ თემით ხელისუფლება უნდა დაინტერესდეს, შემდეგ კი პრობლემის გადაჭრის გზაზე იფიქროს.