მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსყიდულია, მას ფეხებზე ჰკიდია მთელი საქართველო - ნათელაშვილი ვიოლა ფონ კრამონზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Pia.ge

„ეგ ქალი ტიპური მოსყიდული ლობისტია ივანიშვილისა. მას სულ ფეხებზე ჰკიდია მთელი საქართველო ჟურნალისტებიანად”, - ამ კომენტარით ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას ფეისბუკპოსტს, სადაც ის ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე წერს.

„პატივისცემის მიუხედავად, სამწუხარო და შემაშფოთებელია ქალბატონი ვიოლა ფონ კრამონის შეფასება საქართველოში მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების თაობაზე. მართალია, მან მკაფიოდ დაგმო მედიაზე თავდასხმა, მაგრამ, გარდა იმისა, რომ წულუკიანის დანაშაულებრივი საქციელი მხოლოდ „დემოკრატიული სახელმწიფოსთვის უჩვეულოდ“ შეფასდა, ასევე ნეგატიურ კონტექსტში იქნენ მოხსენიებული „ზოგიერთი ჟურნალისტი”. როდესაც ქვეყანაში ხელისუფლება დანაშაულებრივი ძალადობის რეჟიმშია მედიის წინააღმდეგ, ეს კონტექსტი არ უნდა ტოვებდეს ჟურნალისტების ეთიკურ დარღვევებზე აპელირების სივრცეს. მით უფრო, ვიცეპრემიერის დანაშაულის საპირწონედ ჟურნალისტის ქცევის მოხსენიება, ვეჭვობ, ადეკვატურობა დაკარგული ქართული ოცნების მიერ საკუთარი ძალადობის გამამართლებელ არგუმენტად იქნება გამოყენებული”, – წერს გვარამია.