მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვითხოვთ გადადგეს ნინო ლომჯარია“ - ლევან ვასაძე მეუფე სპირიდონის სოლიდარობის აქციაზე მივიდა

ლევან ვასაძე აქციაზე

მოძრაობა „ერის“ დამფუძნებელი სახალხო დამცველის ოფისთან მიმდინარე აქციაზე მივიდა, სადაც მოქალაქეები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებული მოვლენების გამო მეუფე სპირიდონს სოლიდარობას უცხადებენ.

ლევან ვასაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ნინო ლომჯარიას გადადგომა მოითხოვა.

„გადადგეს ნინო ლომჯარია. მოვითხოვთ, ის სახალხო დამცველი, რომელიც არჩეული იქნება მის ადგილას, გამოხატავდეს პატივისცემას და მორჩილებას ჩვენი ქვეყნის ტრადიციების მიმართ“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

მან, ასევე, მოუწოდა ხელისუფლებას, გააუქმოს სექსუალური უმცირესობების მიერ დაანონსებული „ღისრების მარში“.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ის რაც მედიით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით ვრცელდება, სიმართლეს არ შეესაბამება და ასეთი მიდგომა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.

მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ლიბერალური პოლიტიკის მატარებელი ადამიანები, ქართულ ტრადიციებსა და იდენტობას ებრძვიან, რასაც არ შეეგუებიან.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა.

მეუფე სპირიდონის გადაწყვეტილებით, სახალხო დამცველსა და მისი აპარატის თანამშრომლებს ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მონიტორინგის მიზნით შესვლა ეკრძალებათ.

5 ივნისს სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.