მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო“ - გახარია ივანიშვილს პასუხობს

გახარია ივანიშვილი

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის წერილს პასუხობს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არავის წინააღმდეგ აპირებს ბრძოლას.

„მოვლენები იმაზე საინტერესოდ და სწრაფად ვითარდება, ვიდრე მოსალოდნელი იყო... სიმართლეს ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. საბოლოო ჯამში, ამას ყველა გაიგებს.

ისევ ჭორაობის გარეშე, ვერთიანდებით საქართველოსთვის, არავის წინააღმდეგ!“, - წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნას წერილით გამოეხმაურა.

მან გიორგი გახარიას გადადგომას სახელმწიფოს ღალატი უწოდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ლიდერმა უბრალოდ დაგვყარა და მიგვატოვა, როცა კანონი იყო დასაცავი“ - წულუკიანი გახარიაზე

👉 შევიტყვე ხმების შესახებ, რომ თითქოს გახარიას პარტია ჩემი „პროექტია“ - ბიძინა ივანიშვილი

👉 „ფსევდოპარტიების შექმნა ჩემი ხელწერა არასდროს ყოფილა, გამორიცხულია ასეთი რამ საზოგადოებას ვაკადრო“ - ივანიშვილი