მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვუწოდებ კომპანიის მფლობელებს სასწრაფოდ ჩამოხსნან სიძულვილის ენისა და ძალადობრივი ხასიათის შემცველი ბანერები!“ - მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერი

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე კომპანია „ალმას“ ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერების ჩამოხსნისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, აღნიშნული კომპანია 1994 წელს „თიბისი ჯგუფის“ მონაწილეობით შეიქმნა. დღეს კი მის სარეკლამო ადგილზე სიძულვილის შემცველი ბანერების დანახვა, მიუღებელია.

„სარეკლამო კომპანია „ალმა თბს“ 1994 წელს დავაარსეთ ბერძნულ კომპანიასთან ერთად. ალბათ გახსოვთ ჩაბნელებულ ქალაქში პირველი განათებული ავტობუსის გაჩერებები, თანამედროვე სარეკლამო დაფები, ბილბორდები და სხვა.

ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ ბანერებსა და ბილბორდებზე ბიზნესისა და ქვეყნის წარმატებისა და პროგრესის მაჩვენებელი მასალა გასულიყო. მრავალი წლის წინ „თბს ჯგუფი“ გამოვიდა ამ ბიზნესიდან,
დღეს ამ სარეკლამო დაფებზე ძალადობრივი და სისხლიანი სურათებია, ეს მიუღებელია!

მოვუწოდებ კომპანიის მფლობელებს სასწრაფოდ ჩამოხსნან სიძულვილის ენისა და ძალადობრივი ხასიათის შემცველი ბანერები! ამას ჩვენი შვილები უყურებენ. ნუ შევაჩვევთ მათ სიძულვილის ენას, ნუ გადავაქცევთ ამ არჩევნებს კიდევ უფრო დიდი დაძაბულობისა და დაპირისპირების კერად...“, - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.