მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის - და არა მისი განადგურებისთვის“ - კონგრესმენების განცხადება

„მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის - და არა მისი განადგურებისთვის“

ამერიკელი კონგრესმენები „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„სიახლე, რომ „ქართული ოცნება“ დატოვებს 19 აპრილის შეთანხმებას, სამწუხაროდ ხაზს უსვამს საქართველოს დემოკრატიის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ ამ განვითარებით, ასევე იმით, რომ ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ ხელშეკრულებაზე და ზოგადად პოლიტიკური პოლარიზაციით, რაც თბილისში ხდება.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გადააფასონ პრიორიტეტები და ერთად იმუშაონ საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისთვის - და არა მისი განადგურებისთვის. მხოლოდ საკანონმდებლო პროცესების გზით შეიძლება ქვეყნის მმართველობაში რთული საკითხების გადაწყვეტა.

მათ, ვისაც საქართველოს დემოკრატიის წარუმატებლობის ნახვა სურს, უხარიათ, როდესაც პოლიტიკოსები უკან იხევენ, თითებს იშვერენ და კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებენ. მზად ვართ, დაგეხმაროთ სადაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენას ქართული დემოკრატიის მიმართ“,- ნათქვამია კონგრესმენების განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, 28 ივლისს „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

🔴 „გაოგნებული და იმედგაცრუებულები ვართ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით“

🔴 „შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა პოლიტიკური კრიზისის დაბრუნების საფრთხეს ქმნის“ - ნედ პრაისი

🔴 „ქართულმა ოცნებამ“ თავი მოჭრა საქართველოს“

🔴 „აშშ გაბრაზებულია „ქართული ოცნების" ცალმხრივი გადაწყვეტილებით“ - საელჩოს განცხადება