მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს უკანონო დაკავებები, საქართველოს მოქალაქეების შევიწროება“ - ნატოს კომუნიკე

ნატოს შტაბ-ბინა

მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეწყვიტოს უკანონო დაკავებები, საქართველოს მოქალაქეების შევიწროება, - ამის შესახებ ნათქვამია გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს სამხედროები, რომლებიც დისლოცირებული ჰყავს სამივე ქვეყანაში მათი ნებართვის გარეშე.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეასრულოს ევროკავშირის მედიაციით 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ბოლო მოუღოს ამ რეგიონების მილიტარიზაციას და ძალისმიერ მცდელობას, დააშოროს ეს რეგიონები დანარჩენ საქართველოს, რასაც რუსეთი აგრძელებს საზღვრის მსგავსი ბარიერების მშენებლობის გზით.

ასევე, მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ადამიანის უფლებების დარღვევები, უკანონო დაკავებები და საქართველოს მოქალაქეების შევიწროება. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისადმი“, – ნათქვამია ნატოს კომუნიკეში.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „საქართველო ალიანსის წევრი გახდება“

👉 მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ თანამშრომლობა ნატოსთან, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით