მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები“ - ევროკავშირის წარმომადგენლობა

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები - დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე,“ - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ჟულიენ კრამპმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად.

„ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის, მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას.

ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე“, - განაცხადა ჟულიენ კრამპმა.

ამავე თემაზე 👇

👉 საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა - ევროკავშირის წარმომადგენლობა

👉 „გადაწყვეტილი გვაქვს, ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან თავი შევიკავოთ“ - ირაკლი ღარიბაშვილი