მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გახელაძის გათავისუფლება მოხდეს“ - გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ამით შესაძლოა მოლაპარაკებები დაზიანდეს.

შს მინისტრის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ გახელაძის საქმე იყო.

მინისტრი იმედოვნებს, რომ საოკუპაციო რეჟიმი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და გახალაძეს გაათავისუფლებს.

„ეს, რა თქმა უნდა, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო. ყველა მთავარი იყო - ადამიანს ეხება და მის უკანონო დაკავებას. ამ შემთხვევაში, გამიჭირდება ვისაუბრო დეტალებზე, თუმცა, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ყველა პარტნიორი, ჩვენი მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციები - ყველანი ჩართული არიან ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში. ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და გაათავისუფლებენ ამ ადამიანს და მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს.

დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. შეიძლება, ჩემმა ღია საუბარმა დააზიანოს და მოლაპარაკებები ჩაშალოს. ვიცით, რომ ყველა ჩართულია - მთავრობა, ვიმეორებ - საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული პარტნიორები და სახელმწიფოები.

ოჯახთან ვართ კონტაქტზე და მათთან უფრო მეტი გახსნილობა გვაქვს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს.

დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. 5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ზაზა გახელაძის საკითხის განხილვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება, სანამ არ მოხდება მისი უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება“ - სუს-ი

✔️ „არანაირი იმედი არ გვაქვს“ - საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მეუღლე