მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მცხეთასთან, რომ გიშენებდნენ ასეთ კაშხალს მოგეწონებათ?“ - სააკაშვილი „ნამახვანჰესზე“

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ „ნამახვანჰესის“ ირგვლივ განვითარებული პროცესები ისე უნდა გადაწყდეს, როგორც ქვეყნის ინტერესშია და ამას ხალხი ითხოვს.

ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო უნდა იყოს ექსპორტიორი არა დენის, არამედ ძირითადი წყარო საქართველოში უნდა იყოს სერვისები, მაღალი ტექნოლოგია, ლოგისტიკა.

მისივე თქმით, საქართველოს აქვს შანსი იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშე.

„ამსტერდამს ვუახლოვდები და ზღვაში არის გაკეთებული ქარის ელექტროსადგურები. ამას იმიტომ ვამბობ, რომ როდესაც ნამახვანზე ვლაპარაკობთ, როცა ჰიდროჰესები შენდებოდა, მაშინ ეს ტექნოლოგიები არ იყო. არ იყო მზის და ქარის ასეთი ტექნოლოგიები.

ახლა ყველაფერი არსებობს და საქართველოს აქვს შანსი იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშე. საქართველო უნდა იყოს ექსპორტიორი არა დენის, არამედ ძირითადი წყარო საქართველოში უნდა იყოს სერვისები, მაღალი ტექნოლოგია, ლოგისტიკა, ეს ყველაფერი საქართველოში ფულს და შემოსავალს შემოიტანს.

ამ ალტერნატიული წყაროებით, თუ ჰოლანდიის პატარა მიწა-წყალზე მთლიანად უზრუნველყოფენ თავის თავს, საქართველო მით უმეტეს ამას შეძლებს. ასე რომ ტყუილად ნუ ვეძებთ ველოსიპედის გამოგონებას. მსოფლიოში ბევრი რამ შეიცვალა ბოლო ათწლეულში, ავიღოთ ის თანამედროვე, რაც კარგია და დავიცვათ ჩვენი ეკოლოგია.

არ მომეწონა ერთი რამ, ქუთაისიდან ჩამოსულ მანიფესტანტებს ვიღაც ჩვენი თბილისელები რომ იძახდნენ „ჩამოვიდნენ საიდანღაც“. აბა მცხეთასთან, რომ გიშენებდნენ ასეთ კაშხალს მოგეწონებათ? მთლიანად მესმის ქუთაისელების აღშფოთება და აღელვებაც. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც არის საქართველოს ინტერესებში და ხალხი როგორც ითხოვს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვის პერიოდით მორატორიუმი გამოცხადდა.

რიონის ხეობაში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2018 წლიდან ეწინააღმდეგება. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქტიური პროტესტი რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ამავე თემაზე:

🔴 „ვისურვებდი, პროტესტის ავტორებმა დაინახონ მთავრობის მიდგომა“ - წულუკიანი „ნამახვანჰესზე“

🔴 „დედაქალაქიდან მივდივართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ აღარ ჩამოვალთ“ - ვარლამ გოლეთიანი

🔴 „ეს არის რეპრესიების სიმბოლო დამოუკიდებელ საქართველოში“ - ვარლამ გოლეთიანი

🔴 „დარბევას და პოლიციასთან დაპირისპირებას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ჩვენ ამას არ ვპროვოცირებთ“ - ვარლამ გოლეთიანი