მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნარკომანობა, მოღალატეობა, სააკაშვილთან კავშირი, იზიარებ ამ ბრალდებებს?“ - გიორგი გახარია კახა კალაძეს

გახარია და კალაძე დებატებში

საქართველოს პირველ არხზე მიმდინარე დებატებში პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ მოქმედ მერს კახა კალაძეს კითხვით მიმართა, იზიარებს თუ არა საკუთარი გუნდის წევრების ბრალდებებს, რომელიც მის მიმართ გაჟღერდა.

კერძოდ გიორგი გახარიამ კალაძეს ჰკითხა, იზიარებს თუ არა „ნარკომანობის, მოღალატეობისა და „სააკაშვილთან კავშირის შესახებ ბრალდებებს“.

„ნარკომანობასთან დაკავშირებით, არავის დაუბრალებია და არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია. რაც შეეხება შენს საქციელს, მე პირდაპირ ეთერშიც ვთქვი, შენც გითხარი და არ დავმალავ, რომ არ მომეწონა ის შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე.

ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო თავშეკავებული, როცა კითხვა გახარიას ეხება. მე პირველ რიგში ვარ კაცი და შემდეგ პოლიტიკოსი, შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ როლს და უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ არ ვაპირებ ამ დისკუსიაში შემოსვლას, ყველაფერი თბილისელებმა გადაწყვიტონ“, - აღნიშნა კახა კალაძემ ყოფილი პრემიერის კითხვის საპასუხოდ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პირველ არხზე თბილისის მერობის კანდიდატების დებატები მიმდინარეობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „მმართველი პარტია მთელ საარჩევნო კამპანიას „ნაციონალურ მოძრაობას უძღვნის, რადგან მოსახლეობისთვის არაფერი აქვს სათქმელი“ - ანა დოლიძე

⭕ „ქოც-ნაცური იწილო-ბიწილო არ დამთავრდება, ორივე პარტია მოსკოვიდან ზარებით იმართება“ - გიორგი ქუთათელაძე

⭕ ნიკა მელიამ თბილისის მერობის კანდიდატების დებატები დატოვა