„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე სავარაუდო თავდამსხმელის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
„ჩვენც ამას ვითხოვთ წლებია: აზარტული თამაშების აკრძალვა, ბანკებში სესხის წლიური მაქსიმალური ზღვარი 7 პროცენტი, პენსიონერებისთვის წამლები ხელმისაწვდომ ფასებში.
ხელისუფლებას მოვუწოდებ დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები“,- აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
ინფორმაციისთვის, თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში დაახლოებით 17:00 საათზე შეიჭრა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მხოლოდ 1 თავდამსხმელი იმყოფება და მას 9 მძევალი ჰყავს აყვანილი.
აგრეთვე წაიკითხეთ: 👇
🔶 რა მოთხოვნები აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს? - (ვიდეო)
🔶 კორპუსში, სადაც მიკროსაფინანსოა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს