მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია მეზვრიშვილი: ჩვენთვის მიუღებელია რადიკალური დღის წესრიგი

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

„არ ვითანამშრომლებთ ალბათ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელსაც ექნება რადიკალური დღის წესრიგი, რადგან ეს ჩვენთვის მიუღებელია“, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალიზმი ქვეყანას უკან ხევს.

„ვთვლით, რომ ამას ქვეყანა მიჰყავს უკან. ამ რადიკალიზმით ჩვენ ვტკეპნით ერთ ადგილს. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანა წავიყვანოთ წინ. რადიკალიზმში ვგულისხმობთ იმ პროცესებს, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში ადგილი ჰქონდა, რამაც ქვეყანა უკან დახია და რამაც ქვეყნის ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ დააყენა“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პარტია „საქართველოსთვის“ პრეზენტაცია გამართა. როგორც მან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გუნდის წევრები ერთიანდებიან საქართველოს ძლიერებისთვის, თუმცა არავის წინააღმდეგ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „იყოს გულწრფელი, თუ ივანიშვილს არ ჰქონდა მასზე გავლენა, რატომ გადადგა?“ - პოლიტოლოგი გახარიაზე

⭕ „არასდროს არავის პროექტი ვყოფილვარ და არც მომავალში ვიქნები“ - გახარია

⭕ გიორგი გახარიამ პრემიერობიდან გადადგომის მიზეზები დაასახელა