მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია მეზვრიშვილი: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი რეფორმის ფუნდამენტურ ხასიათზე უნდა გაკეთდეს

მთავრობის ადმინისტრაციაში

„მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი რეფორმის ფუნდამენტურ ხასიათზე უნდა გაკეთდეს, რაც შეუძლებელია აქამდე გატარებული რეფორმის ტალღების შეფასების გარეშე,“ - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ფაქტია, რომ არაერთი ცვლილების მიუხედავად, სისტემის მიმართ ნდობა მაინც არ არის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ყოველდღე, პირდაპირ თუ ირიბად მიგვანიშნებენ სასამართლო სისტემაში გავლენის ჯგუფების არსებობაზე.

შარლ მიშელის დოკუმენტშიც აქცენტი ამბიციურ რეფორმაზეა, მათ შორის იუსტიციის საბჭოს ნაწილში.
ცალსახაა, რომ რეფორმა ვერ იქნება ფუნდამენტური, თუ უსასრულოდ გაგრძელდება მნიშვნელოვანი, თუმცა, არსებული გამოწვევების ფონზე - მეორეხარისხოვანი ცვლილებების განხორციელება და არ გადაიჭრება სისტემის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა. იქ, სადაც პრობლემა საფუძველშია, რამდენიც არ უნდა დავაშენოთ ზედ, შედეგი ვერ იქნება და ვხედავთ, რომ არც არის.

ამიტომ, შემდგომი რეფორმირების პროცესში ყველა ცვლილების განხორციელების წინ პირველი კითხვა, რაც ყველა მოქმედი პირის მხრიდან უნდა დაისვას, არის - უპასუხებს თუ არა შემოთავაზებული მოდელი მიზანს.

სხვაგვარად, შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ მოჩვენებითი ცვლილებებით კმაყოფილება და ვაღიაროთ მაინც, რომ რეალური რეფორმის განხორციელება უბრალოდ არ გვინდა“, - წერს ნათია მეზვრიშვილი.