მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის ნათელი გზავნილია

ეკონომიკის მინისტრი

„საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობისა და პარტნიორობის ძალიან მნიშვნელოვანი და ნათელი გზავნილია“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის  შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, აშშ-სთან თანამშრომლობა დღეს, როგორც არასდროს, ყველა მიმართულებით აღმავალ ეტაპზეა.

„განსაკუთრებით მინდა შევეხო ჩვენს თანამშრომლობას ეკონომიკური მიმართულებით. ამ მხრივ, ძალიან ბევრი რამ კეთდება და ამ პროცესში ორმხრივად ბევრი სამუშაო იქნა გაწეული. ჩვენ დავასრულეთ მიზანშეწონილობის კვლევა, რომელმაც აჩვენა, თუ რაოდენ მიმზიდველი და მომგებიანი იქნება თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სა და საქართველოს შორის“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-სთან პრეფერენციული სისტემით ვაჭრობას და მისი შენარჩუნების მნიშვნელობას. მისივე თქმით, გატარდა მნიშნელოვანი რეფორმები შრომით კანონმდებლობაში, რაც დადებითად შეფასდა და აღიარებული იქნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან.

„ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წლიდან წლამდე, პანდემიის მიუხედავადაც, საქართველოში ამერიკული ინვესტიციები იზრდება. ჩვენ განსაკუთრებით მივესალმებით ამერიკელ ინვესტორებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს ამერიკელი ინვესტორების მიერ“, - განაცხადა კონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 საქართველოს მაიკ პომპეო ეწვევა