მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატოს ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგში საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ნატოს დროშა

ნატოს ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგში საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ამის შესახებ საუბარია ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სადაც ასახული არის განსახილველი საკითხები და დღის წესრიგი.

კერძოდ, საქართველოს თემა, უკრაინასთან ერთად, მოხვედრილი არის ნატო-ს ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგის დოკუმენტის მეხუთე თავში, რომლის სახელწოდებაა Support rules-based international order და მასში საუბარია ალიანსის მხრიდან საერთო ფასეულობების მქონე ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე.

„როდესაც საქმე წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვას ეხება, ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და ჩინეთი, არ იზიარებენ ალიანსის ღირებულებებს. ისინი ამ წესრიგის მიმართ წინააღმდეგობის პირველ ხაზზე არიან. ეს გავლენას ახდენს მოკავშირეთა ქვეყნების უსაფრთხოებაზე, ღირებულებებსა და ცხოვრების დემოკრატიულ გზაზე.

იმისათვის, რომ შეინარჩუნოს წარმატება და უზრუნველყოს ევრო-ატლანტიკური სივრცის თავდაცვა და უსაფრთხოება, ნატო-მ უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებაში მოკავშირეთა უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან სფეროებში. ეს მოიცავს ერთიანობას საერთო ღირებულებებისა და ინტერესების დასაცავად.

ნატო 2030-ის ფარგლებში, მოკავშირეები ასევე მიიღებენ გადაწყვეტილებებს ნატო-ს ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ახლო და შორეულ თანამოაზრე ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში,“ - წერია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, ნატო-ს ბრიუსელის სამიტი 2021 წლის 14 ივნისს იმართება.