პოლიტიკა

„ნაწყენი და გაბრაზებული ვარ ამომრჩეველზე, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება შევწირე მათ, რომელთაც ფურთხით დააფასეს ეს ყველაფერი“- შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი
1620930184
დაკოპირებულია

„ნაწყენი ვარ ამომრჩეველზე, გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება შევწირე ამ ამომრჩეველს, რომელმაც ფურთხით დააფასა ეს ყველაფერი“- განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

როგორც ნათელაშვილი აღნიშნავს, 30 წელი გაატარა ბრძოლაში ქართველი ხალხისთვის და კიდევ ტალახს ესვრიან.

მისი თქმით რასაც იმსახურებს საზოგადოება, ის მთავრობა ჰყავს.

„ამომრჩეველს ვამადლი თუნდაც ამას, იმიტომ რომ არაფერი მქონდა ამათი სახვეწარი არც ამათი ხმა მინდოდა, არც არაფერი, მე თანამდებობაც მექნებოდა, მილიარცებიც მექნებოდა და გავლენაც.

ისეთ წრეში ვტრიალებდი, რომ ბრეჟნევისა და ანდროპოვის შვილები მეგობრობდნენ ჩემთან. რად მინდოდა ამათ ტილიანი ხმები, გადავყევი 30 წელი შევწირე მათ და კიდევ ამდენი პრეტენზიაა, ცილისწამება და ტალახია.

ამიტომ, როდესაც საზოგადოებას 80% ასეა მოწამლული, ის 20% არის მოსაფერებელი, ღირსეული და ერის ბურჯი, იმათ გამო ვარ პოლიტიკაში და მათ გამო გავაგრძელებ ბრძოლას. 1 ადამიანიც რომ იყოს ღირსეული, იმის გამო უნდა მოკვდე კიდევაც“- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა“ ხელმოწერის ცერემონია 19 აპრილს, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა ოპოზიციის ნაწილმა, რომლებიც მოგვიანებით პარლამენტში შევიდნენ.

რაც შეეხება „ლეიბორისტულ პარტიას“, მისი ლიდერის განცხადებით, არ აპირებს პარლამენტში შესვლას.

იხილეთ აგრეთვე:

✅„გვაქვს დრო მივაფურთხოთ ეშმაკს და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელიც ჩამოშლის ამ ბაბილონის გოდოლს “- შალვა ნათელაშვილი

✅„ვიდრე დედამიწა ტრიალებს იმ მიმართულებით, როგორც ტრიალებს, შარლ მიშელის წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოვაწერ“- შალვა ნათელაშვილი

პუტინი ბრიფინგზე

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ -...

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯიპას პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი თენგიზ ფხალაძე ჟენევაში თეთრი სახლისა და კრემლის ლიდერების პირისპირ შეხვედრას გამოეხმაურა.

1623869223

თბილისში, პოლიციის ერთ-ერთი განყოფილებიდან კაცი გადახტა.

1623867625

„თითოეული მოქალაქის საკუთრების დაცვასთან ერთად, კახა კალაძემ საზოგადოებრივ, საერთო სივრცეებზე ზრუნვა პრიორიტეტული გახადა,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძე დედაენის განახლებული ბაღის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

1623866305
თბილისის მერი კახა კალაძე,
პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის...

დედაქალაქის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა დედაენის და 9 მარტის ბაღების, მშრალი და ზაარბრიუკენის ხიდების, ასევე, მათი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტი დაასრულეს.

საქართველო ყველაზე ცუდ საგანმანათლებლო ს...

მნიშვნელოვანი როლი უკავია განათლებას ადამიანთა ცხოვრებაში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აქვთ კარგად განვითარებული საგანმანათლებლო სისტემები და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობები, რაც ეხმარება ამ ქვეყნის მოქალაქეებს მიიღონ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაოები და ცხოვრების დონის უკეთესი მაჩვენებელი აქვთ.

„საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია გა...

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში არსებულ ვითარებასა და „მინსკის შეთანხმების“ შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

18 ივნისს ჯივიპი გურამიშვილის გამზირზე ა...

18 ივნისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირის N62-თან წყალარინების ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს. აუცილებელი ტექნიკური სამუშაოები ინტენსიურ, 24 საათიან რეჟიმში ასევე შესრულდება წყალარინების სისტემის მაგისტრალურ კოლექტორზე და საკვანძო ჭაზე.