მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნებისმიერ ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მას მისცემს“ - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციას ესწრება და მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„ერთადერთი შტო, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, არის მედია. მეოთხე შტო, დარჩა ერთადერთი, რაც ქართულ სახელმწიფოს, როგორც სახელმწიფოს მდგრადობას უზრუნველყოფს. დღევანდელი ბრძოლა მედიის წინააღმდეგ, არის არა უბრალოდ ბრძოლა მედია საშუალების წინააღმდეგ, რეპორტიორების წინააღმდეგ, ეს არის ბრძოლა ქართული სახელმწიფოს ბოლო ფუნქციური შტოს წინააღმდეგ.

ნებისმიერ ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მას მისცემს. შესაბამისად, თუ ვთვლით, რომ უნდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ საქართველოში, თუ ვთვლით რომ უფლებები მნიშვნელოვანია, თუ ჩვენ თავს არ ვთვლით მასად, რომელსაც ერთმანეთს მიუქსევენ და ამით გაართობენ, მაშინ ეს არ გამოუვათ, ეს არის კიდევ ერთი გამოცდა, კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გავიაროთ ერთად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია 17 ივლისს, საღამოს 18:00 საათიდან განახლდა.

ინფორმაციისთვის, 11 ივლისს, გამთენიისას ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა დედამ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ლაშქარავა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი იყო, რომელსაც 5 ივლისს რადიკალური დაჯგუფებები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის საავადმყოფოდან 10 ივლისს გაწერეს.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ჩვენთან მედია თავისუფლება არის აბსოლუტურად გარანტირებული“

👉 დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და დგამს პოლიტიკურ პერფორმანსებს