მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია: ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრი, რომ მას ჩაეგდო საკონსტიტუციო ცვლილებები არ შედგა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიას განცხადებით, ფრაქციამ დღევანდელ კენჭისყრაში იმიტომ არ მიიღო მონაწილეობა რომ საკონსტიტუციო ცვლილება პირველი მოსმენით გასულიყო.

მელიას აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ მიეღო კენჭისყრაში მონაწილეობა, საკონსტიტუციო ცვლილება უმრავლესობის მხრიდან ჩავარდებოდა. მელია თვლის რომ მისმა გუნდმა ცვლილების გასვლას ხელი შეუწყვეს იმით რომ კენჭის ყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

„ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრი, რომ მას ჩაეგდო საკონსტიტუციო ცვლილებები არ შედგა. ბიძინა ივანიშვილი ბედნიერი იქნებოდა რომ ჩავარდნილიყო საკონსტიტუციო ცვლილება თან მას არ დაბრალდებოდა, ეს ჩავარდნა დაბრალდებოდა ოპოზიციას, ამიტომ ჩვენ უკვე გვქონდა გარანტია და ვიყავით დარწმუნებულები რომ ცვლილება გავიდოდა.ოპოზიცია რომ ვყოფილიყავით პროექტი ჩავარდებოდა, მე ახლაც დარწმუნებული ვარ რომ 2-3-4 ხმა დააკლდებოდა მათ, ამის შესაძლებლობა არ მიეცა უმრავლესობას. „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად მხარს უჭერს ამ საკონსტიტუციო ცვლილებას. მთავარია შედეგი. ჩვენ რომ დაგვენახა საფრთხე რომ ამ ქვეყნის მომავლისთვის სასარგებლო ცვლილება ჩავარდებოდა მოვიქცეოდით სხვანაირად“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

პარლამენტმა ახალ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ცვლილებებს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი 30 იქნება.