მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელია სააკაშვილის ლაბირინთებშია გახლართული - ალუდა ღუდუშაური

პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო წარმატებული ქვეყანა

პატიმრობაში მყოფი ნიკა მელიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, რომ გირაოთი გათავისუფლებას იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ პარლამენტიდან ამნისტიის კანონი იქნება გაწვეული, მმართველ გუნდში სპეკულაციურს უწოდებენ.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები ყველა მხარემ უნდა შეასრულოს, ენმ და მისი ლიდერი კი დესტრუქციული ქმედებებით ამას ხელს უშლიან.

„ბატონი მელიას ქმედებები აცდენილია, როგორც მიშელის დოკუმენტს, ასევე, საზოგადოების ინტერესს. მელიას აქვს სააკაშვილის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელზეც დაუხაზა ალბათ, როგორ უნდა შესულიყო ციხეში, მერე არ უნდა გამოსულიყო, ამიტომ სააკაშვილის ლაბირინთებში არის გახლართული ბატონი მელია, რაც ადამიანურად შესაცოდია ნამდვილად,“ - აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი ალუდა ღუდუშაური „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში.