პოლიტიკა

ნიკა მელია: თბილისის მერობა არაფერში მჭირდება

ნიკა მელია
1623353520
დაკოპირებულია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში კითხვას - იქნება თუ არა თბილისის მერის პოსტზე ოპოზიციის საერთო კანდიდატი, უპასუხა, რომ მას მერობა არაფერში სჭირდება და სხვა მიზნები აქვს.

„მინდა, რომ საზოგადოებამ გაიმარჯვოს. არ ვეთანხმები არავის, როდესაც ამბობენ, რომ საზოგადოება დაიღალა. დაიღალა უშედეგობით, იმით, რითაც დაიღალნენ მაგალითად ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები, ყველა თამაშს რომ ვაგებთ. ამ უშედეგობას ხომ თავისი მიზეზები აქვს. ხვალ და ზეგ ცალკეული პოლიტიკოსი არავის ემახსოვრება რა განცხადებებს აკეთებდნენ. დარწმუნებული ვარ 2 და 3 წელიწადში შედეგს მოგვთხოვენ.

ჩემს გარშემო არ განვიხილავ მე ერთობას. თავს კი არ ვიფასებ, მართლა ასე მჯერა, არაფერში მჭირდება თბილისის მერობა. არც თავმდაბლობის გარეშე ვაპირებ ახლა საუბარს, სხვა მიზნები და ამოცანები შეიძლება მქონდეს მე ქართულ პოლიტიკაში ვიდრე კალაძის იქიდან გამოყვანა და ჩემი შესვლა. მაგრამ, თუკი დავთანხმდებოდი, დავთანხმდებოდი ამ ბრძოლაში შესვლას თბილისის მუნიციპალიტეტის არჩევნებში სხვადასხვა პოზიციიდან.

არ არის აუცილებელი იყო თბილისის მერობის კანდიდატი და ასე იყო ბრძოლის ავანგარდში. იმ შემთხვევაში დავთანხმდებოდი, თუ დავინახავდი გულწრფელ მზაობას ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან, რომ ეს რეჟიმი დამარცხდეს დღეს.“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

იხილეთ აგრეთვე:

გახარია იძულებული რომ არ გამეხადა გადამდგარიყო, ხმას ამოიღებდით?! - ნიკა მელია უმრავლესობას

„შემოვედი იმისთვის, რომ ამ დარბაზიდან სათითაოდ გაგიყვანოთ, ტყვეობიდან ხართ დასახსნელი“ - ნიკა მელია

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

1624203013
ელენე ხოშტარია აქციაზე

ელენე ხოშტარია: 20 ივნისს საზოგადოებამ ჩააბარ...

პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 20 ივნისს დაზარალებულთა სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.

1624188258
„ზაფხულია და ყველას გვინდა თავისუფლება,...

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების მაჩვენებლები კვლავ საყურადღებო რჩება.