მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკა მელიამ თბილისის მერობის კანდიდატების დებატები დატოვა

ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ პირველ არხზე მიმდინარე დებატები პროტესტის ნიშნად დატოვა, რომელშიც დედაქალაქის მერობის 16-ვე კანდიდატია წარმოდგენილი.

მისი თქმით, აღნიშნული ფორმატი რეალურ დებატებს გამორიცხავს. გარდა ამისა, მას დმანისში მომხდარი დაჭრის ფაქტებთან დაკავშირებით აქვს უდიდესი პროტესტი, რის გამოც არ აპირებს მმართველი გუნდის კანდიდატთან საუბარს.

შეგახსენებთ, რომ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში ოპოზიციის ერთიანი მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ოპოზიციის ორი აქტივისტი ცივი იარაღით დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოპოზიციის ორი აქტივისტი ცივი იარაღით არის დაჭრილი.