მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნიკა მელიას დაკავება მარტივი არ არის“ - ხატია დეკანოიძე

ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

„მორჩილი უმრავლესობა რას გადაწყვეტს და რომელ ღილაკს დააჭერს ხელს, ეს, რა თქმა უნდა  პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება ისევე, როგორც სასამართლოსი“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„ნიკა მელიას დაკავება არ არის ასეთი მარტივი, იმიტომ რომ ზოგადად, თავისუფლებისთვის ბრძოლის და ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში უამრავი ადამიანის, ვინც გავრილოვს აპროტესტებდა, მათ დასჯას ნიშნავს“. - აღნიშნა დეკანოიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ინფორმაციისთვის, მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს.

ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის, 70 000 ლარის, გადაუხდელობის გამო პატიმრობა ემუქრება.

გენერალურმა პროკურატურამ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, პარლამენტს თანხმობისთვის უკვე მიმართა.

როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ ნიკა მელია: ჩემი ფეხით ციხეში მისვლას ვერ ეღირსებით, თუ ტომარას ჩამომაცმევთ და გამიტაცებთ, ეგ სხვა საქმეა

✔️ მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიამ ან ბოდიში უნდა მოუხადოს საზოგადოებას და გადაიხადოს გირაო, ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება