პოლიტიკა

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი სლოვაკ კოლეგას შეხვდა

ნიუ-იორკში ვიზიტის
ფარგლებში, დავით
ზალკალიანი სლოვაკ
კოლეგას შეხვდა
1632341382
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს ივან კორჩოკს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეები მიესალმნენ ორ ქვეყანას შორის ტრადიციულად მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების არსებობას. მინისტრებმა ორმხრივი დიალოგის გაგრძელებისა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობაზეც გაამახვილეს ყურადღება. ხაზი გაესვა საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი კონსულტაციების ფორმატის მნიშვნელობას.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და, ამ კუთხით, საქართველოს პრიორიტეტებზეც გაამახვილეს ყურადღება. დავით ზალკალიანმა სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული მიმართულებებით.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობაც განიხილეს. დავით ზალკალიანმა გულწრფელი მადლიერება გამოხტა სლოვაკეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

მინისტრებმა საქართველო-სლოვაკეთის თანამშრომლობის სამომავლო გეგმების შესახებაც გაცვალეს ინფორმაცია. დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ის მოუთმენლად ელის სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის ივან კორჩოკის ვიზიტს საქართველოში, რომელიც ახლო მომავალშია დაგეგმილი.

20-26 სექტემბერს, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად აშშ-ს სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ორმხრივ შეხვედრებს მართავს თავის ევროპელ, აზიელ და აფრიკელ კოლეგებთან.

PIA.GE-ს დღიური

სააკაშვილის მიმართვა, გარდაცვლილი პატიმრ...

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, რომლებმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერეს.

1634323933

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, მმართველი პარტია იქნება თუ სხვა პოლიტიკური პარტიები, ჩვენს ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დავაყენოთ ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის ინტერესები“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

1634323883

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გახარიას ამომრჩეველი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს.

1634323251

PIA.GE-ს დღიური - რუბრიკა, სადაც დღის მნიშვნელოვან ამბებსა და პერსონებს წარმოგიდგენთ.

1634323058
თბილისის მერი კახა კალაძე
Pia.ge 2021

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემა...

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მადრიდში მიმდინარე წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას შეხვდ...

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას ანჟე ლოგარს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

ნიკოლოზ ყიფშიძეს მიხეილ სააკაშვილთან საპ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს ნიკოლოზ ყიფშიძეს საპატიმროში სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს. ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.